კალათბურთი

11:23 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “ჰიუსტონი” გაანადგურა

“სან ანტონიომ” სერიის მე-6 შეხვედრაში “ჰიუსტონი” გასვლაზე 114:75 გაანადგურა. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა სერია 4:2 მოიგეს. დასავლეთ კონფერენციის ფინალში ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტ უორიორსს” სწორედ “სან ანტონიო სპურსი” დაუპირისპირდება.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “სან ანტონიომ” მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა, მისმა ექვსმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა დააგროვა, მათ შორის საუკეთესო იყო ლამარკუს ოლდრიჯი, რომელსაც 34 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. “ჰიუსტონში” ტრევორ არიზას 20 ქულა ჰქონდა, ჯეიმს ჰარდენმა კი გუნდს 10 ქულა და 7 პასი შესძინა, რაც მისთვის ძალზე დაბალი შედეგია.

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი “გოლდენ სტეიტსა” და “სან ანტონიოს” შორის 14 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

0.124057