ჭადრაკი

23:00 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ერთპიროვნული ლიდერია 

შვედეთის ქალაქ მალმიოში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ბაადურ ჯობავაც მონაწილეობს მეორე ტურის პარტიები გათამაშდა.

ჯობავამ, რომელიც ერთპიროვნულ ლიდერს, გამოცდილ ინგლისელ ნაიჯელ შორტს ეთამაშებოდა შეძლო მეტოქის დამარცხება და თვითონ გახდა ერთპიროვნული ლიდერი. მესამე ტურში ბაადურის მეტოქე ტურნირის რეიტინგ ფავორიტი პაველ ელიანოვი იქნება, რომელიც, მოულოდნელად ბოლო ადგოლზე იმყოფება.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნილს გრანდელიუსი(შვედეთი) - ჰარიკა დრონოვალი(ინდოეთი) 0.5:0.5

ერიკ ბლომკვისტი შვედეთი) - პაველ ელიანოვი (უკრაინა) 1:0

ბაადურ ჯობავა (უკრაინა) - ნაიჯელ შორტი (ინგლისი) 1:0

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

1.ჯობავა 1.5 ქულა

2-5. შორტი, დრონოვალი, გრანდელიუსი, ბლიომკვისტი 1.0-1.0

6.ელიანოვი 0.5

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

შორტი - გრანდელიუსი

ელიანოვი - ჯობავა

დრონოვალი-ბლომკვისტი

0.117186