საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) დირექტორატის წევრი ჯეფრი ბორგი იმყოფება, რომელსაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი მასპინძლობს.
ბორგის ვიზიტის მიზანი 2018 წლის ბათუმის საჭადრაკო ოლიომპიადის წინა, მოსამზადებელი სამუშაოების განხილვაა. ღონისძიების მონაწილეები საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატს დაესწრნენ, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.