ესპანურ “ვალენსიას” უახლოესი ორი წლის განმავლობაში მარსელიონიო გარსია ტორალი უხელმძღვანელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 51 წლის სპეციალისტთან შეთანხმება მიღწეულია და მისი წარდგენა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ შედგება.
ის “ღამურების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვორო გოლსალესს შეცვლის, რომელმაც გუნდი გასული წლის დეკემბერში ჩეზარე პრანდელის წასვლის მერე ჩაიბარა.
მარსელიონიოს ბოლო სამუშაო ადგილი “ვილიარეალი” იყო, საიდანაც ამ სეზონის წინ გაათავისუფლეს.