ფეხბურთი

11:55 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “იუვენტუსთან” ფინალში თამაში, ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია”

“ატლატიკომ” შინ “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში “სამეფო კლუბმა” 4:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ტურინის “იუვენტუსს” შეხვდება, მატჩისშემდეგ “რეალის” ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ გვყავს გუნდი, სადაც ძლიერი ბიჭები თამაშობენ. ძალიან გახარებულები ვართ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით და გადამწყვეტ შეხვედრას ველოდებით. მე გავიზარდე და როგორც ფეხბურთელი ჩამოვყალიბდი “იუვენტუსში”, ეს დიდებული კლუბია. ფინალში “იუვენტუსთან” თამაში ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. ტურინული კლუბი ისევ ჩემს გულშია. კარგ ფინალს ველოდები, ორივე კლუბს აქვს შესაძლებლობა გამარჯვების. ფინალისთის კარგი მომზადება გვმართებს, რომ საჩემპიონო შეხვედრა ჩავატაროთ”- განაცხადა ზიდანმა.

0.123616