კალათბურთი

10:50 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონი” სერიაში დაწინაურდა (+VIDEO)

“ბოსტონმა” შინ “ვაშინგტონი” 123:101(VIDEO) დაამარცხა. სერიაში “კელტები” 3:2 დაწინაურდნენ. ბოსტონელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. პირველ პერიოდში “ბოსტონმა” 33:21 მოიგო, “ვაშინგტონმა” მთელი შეხვედრის განამვლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ბრედლიმ ჩააგდო. “ვაშინგტონში” 21 ქულით ჯონ უოლი გამოირჩა.

სერიის მეექვსე შეხვედრა ვაშინგტონში 13 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

“ბოსტონი” – “ვაშინგტონი” 123:101 (33:21, 34:30, 26:25, 30:25)

0.118295