ჭადრაკი

0:30 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა შვედეთში თამაშობს

ვაჟთა შორის საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს, რომელსაც შვედეთის ქალაქი მალმიო მასპინძლობს.

აღნიშნიულ ტურნირში ექვსი მოჭადრაკე გამოდის, რომელთაგან ერთი, ინდოელი ქალბატონი, საერთაშორისო დიდოსტატი ჰარიკა დრონოვალია. ასპარეზობა წრიული სისტემით, ერთ წრედ ტარდება.

კენჭისყრის შემდეგ ტურნირის მონაწილე სპორტსმენები ასე გადანაწილდნენ:

ბაადურ ჯობავა (2713, საქართველო)

ნაიჯელ შორტი ( 2688, ინგლისი)

პაველ ელიანოვი (2755, უკრაინა)

ჰარიკა დრონოვალი(2531, ინდოეთი)

ერიკ ბლომკვისტი (2546, შვედეთი)

ნილს გრანდელიუსი(2665,შვედეთი)

პირველ ტურში ჯობავა გრანდელიუსს შეხვდა. პარტია ყაიმით დასრულდა:

პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ჯობავა - გრანდელიუსი 0.5:0.5

შორტი - ბლომკვისტი 1:0

ელიანოვი-დრონოვალი 0.5:0.5

მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:

გრანდელიუსი-დრონოვალი

ბლომკვისტი-ელიანოვი

ჯპობვა - შორტი

0.11135