დასრულდა სუპერლიგის პლეი-ოფის ის ნახევარფინალური სერია, სადაც ფინალის საგზურისათვის მოქმედი ჩემპიონი ,,ქუთაისი’’ და სუპერლიგის დებიუტანტი ,,კაკტუსი’’ იბრძოდნენ.
სერია, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდებოდა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ,,ქუთაისის’’ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3: 1. სერიის გამარჯვებული მეოთხე შეხვედრაში გამოვლინდა, რომელიც ქუთათურებმა 81:68 მოიგეს.
ფინალში ,,ქუთაისის’’ მეტოქე მეორე ნახევარფინალურ წყვილში მოასპარეზე ,,დინამოსა’’ და ,,რუსთავს’’ შორის გამარჯვებული იქნება. ჯერჯერობით ანგარიშია 2:0 ,,დინამოს’’ სასარგებლოდ.
,,კაკტუსისა’’ და ,,ქუთაისის’’ დღევანდელ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 23:11 დაწინაურდნენ. მერე მეოთხედში კოტე ტუღუშის შეგირდების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და პირველი ტაიმის შემდეგ ,, ქუთაისი’’ მთელი 27 ქულის სხვაობით 52:25 ლიდერობდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა სტუმართა სასარგებლოდ.
მართალია, ფავორიტი ,,ქუთაისი’’ იყო, მაგრამ გუშინდელი მოგების შემდეგ ,,კაკტუსის’’ ასეთ უფერულ თამაშს არავინ ელოდა. მართალია, მეორე ტაიმში მასპინძლებმა უკეთესი თამაში აჩვენეს, მაგრამ დამაცხებას თავი მაინც ვერ დააღწიეს.
,,ქუთაისის’’ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა შეიტანა, რომელმაც ყველაზე მეტი 21 ქულა დააგროვა.
,,კაკტუსის’’ შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ბექა ჩიკვილაძემ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 11 მ ოხსნა და 5 პასია. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ჩიკვილაძის თანაგუნდელი ჯონ ფლოვიესი, რომელმაც 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა
,,კაკტუსი’’-,,ქუთაისი’’ 68:81 (11:23, 14:29, 25:15, 18:14)