27 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მაიკლ ანტონიო "ვესტ ჰემის" გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე გასული არგენტინელი ნახევარმცველი მანუელ ლანცინი ფეხბურთელებმა გამოარჩიეს. სამხრეთამერიკელმა 2016/17 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, გულშემატკივრები 8-ჯერ გაახარა და თანაგუნდელებს ორჯერ გაატანინა.