“იუვენტუსისა” და “მონაკოს მატჩის შემდგომ მონაკოელთა მცველმა კამილ გლიკმა თამაში შეაფასა და გონსალო იგუაინთან მომხდარ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება.
“ფეხბურთის თამაშისას ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა გაძევებას ვიმსახურებდი. მე არ მისაუბრია იგუაინთან, ამის შესაძლებლობა არ მომეცა, თუმცა ველაპარაკე მის თანაგუნდელებს. “მონაკოს” რაც შეეხება, ჩვენ ნახევარფინალამდე მოვედით. ეს დიდი მიღწევაა. ვამაყობთ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ფინალი? ძნელი სათქმელია თუ რომელი მოიგებს, თუმცა სანახაობრივ და დაბალანსებულ მატჩს ვიხილავთ”, - თქვა გლიკმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, პოლონელმა არგენტინელს ფეხი გამიზნულად ჩაარტყა.