ფეხბურთი

15:48 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯემაილი “მონრეალის” ფეხბურთელია

31 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი ბლერიმ ჯემაილი “მონრეალის” ფეხბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ახალი ჩემპიონატი, ეს ჩემთვის გამოწვევაა, მაქვს შესაძლებლობა ერთ-ერთ მაღალი დონის ლიგაში ვითამაშო. იმედია, ჩემს ხასიათს და ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვავლენ”- განაცხადა ჯემაილმა.

ჯემაილი აქამდე “ტორინოში”, “ციურიხში”, “პარმაში”, “ნაპოლიში”, “გალათასარაიში”, “ჯენოაში” და ბოლოს “ბოლონიაში” თამაშობდა.

0.11654