ფეხბურთი

13:51 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაცი რეკორდი - კილიან მბაპე

„მონაკოს“ თავდამსხმელი კილიან მბაპე ლოტინი მოედანს ისე აღარ ტოვებს, რომ რეკორდი არ დაამყაროს. თინეიჯერი ფორვარდი ახლა ასეთი მიღწევით გამოირჩა: ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ნახევარფინალში გოლი გაუტანია.

„იუვენტუსთან“ გატანილი გოლის დროს მბაპე 18 წლისა და 140 დღის გახლდათ და მან ნიგერიელი ობაფემი მარტინსის რეკორდი დაამხო. 2003 წელს აფრიკელმა თავდასხმელმა „მილანის“ კარი 18 წლისა და 197 დღის ასაკში აიღო.

მესამე ადგილზე ამ მხრივ ნორდინ ვუტერია, რომელმაც 1996 წლის ნახევარფინალში თავი 19 წლისა და 237 დღის ასაკში გამოიჩინა.

0.126183