„იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის გმირი გახდეს. როგორც მან იტალიურ მედიას უთხრა, ახლა მის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დგას.
„ეს სეზონის საუკეთესო დღეა, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია - ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გავედით და არასდროს დამავიწყდება ეს საღამო, მაგრამ ახლა ფინალი გვაქვს მოსაგები, რომელიც კიდევ უფრო დიდებული დღე იქნება. მინდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი სიტყვა ვთქვა. თუმცა, იქამდე სხვა თამაშები გველის და სხვა მიზნები გვაქვს შესასრულებელი“, - განაცხადა დიბალამ.
„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატის დამდეგ ტურში „რომას“ სტუმრად ეთამაშება და თუ არ წააგებს, სკუდეტოს მოიპოვებს, ხოლო 17 მაისს, იტალიის თასის ფინალში რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება.