ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით ბედნიერია. როგორც მან „მონაკოსთან“ (2:1) მატჩის შემდეგ თქვა, არავის სჯეროდა, რომ იგი ფინალში კიდევ ერთხელ გავიდოდა.
„ცხოვრება მშვენიერია - ორი წლის წინ ფიქრობდნენ, რომ ჩემი ბოლო ფინალი იყო, თუმცა მე რა თქმა უნდა, მათ არ ვეთანხმებოდი.უნდა გჯეროდეს ბოლო მომენტამდე, რომ ეს შეგიძლია. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა კარდიფში გამარჯვებაა, რადგან მხოლოდ ფინალში გასვლა არაფერს ნიშნავს. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, - უთხრა ჯიჯიმ Mediaset-ს.
„იუვენტუსის“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს გაირკვევა მადრიდულ დერბში, „ატლეტიკო“ – „რეალი“. ფინალური შეხვედრა კი, 3 ივნისს გაიმართება.