კალათბურთი

21:00 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„კაკტუსმა“ სხვაობა შეამცირა

დასრულდა პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში „ქუთაისი“-„კაკტუსის“ დაპირისპირების მესამე შეხვედრა, რომელსაც თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ამ შეხვედრამდე ანგარიში 2:0 იყო „ქუთაისის“ სასარგებლოდ. დღევანდელი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ქუთათურები ფინალში გადიოდნენ. ისევე როგორც პირველ შეხვედრაში „კაკტუსმა“ ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა, რომელსაც მაშინ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. არჩილ ჟღენტის შეგირდებმა ამჯერად საწადელს მიაღწიეს, დიდი ანგარიშით 85:69 შეძლეს მეტოქის დამარცხება და ნახევარფინალური სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირეს 1:2.

შეხვედრა გარადამავალი უპირატესობით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 1 ქულის სხვაობით 22:21 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედში „კაკტუსის“ უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და სამი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 65:47 დაწინაურდნენ. ქუთათურებმა მეოთხე მეოთხედში გაიბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდნენ.

„კაკტუსის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი დავით ლომიძემ და ამერიკელმა ლეგიონერმა ტაილერ უაიტმა შეასრულეს, რომლებმაც 23-23 ქულა დააგროვეს. 10 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მათმა თანაგუნდელმა ჯონ ფლოვიესმა შეასრულა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 14 ქულა გიორგი ცეკვავამ დააგროვა. 11 ქულით და 14 პასით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა გიორგი ცინცაძემ შეასრულა. ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა ბექა ბექაურს, რომლის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნაა.

ამ გუნდების მეოთხე შეხვედრა, ხვალ 10 მაისს ჩატარდება, რომელსაც ისევ თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

„კაკტუსის“ გამარჯვების შემთხვევაში მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა მოედნის უპირატესობის მქონე „ქუთაისის“ მოედანზე ჩატარდება.

„კაკტუსი“ – „ქუთაისი„ 84:69 (22:21, 24:12, 19:14, 19:22)

0.12102