ფეხბურთი

19:02 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: სამივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს

ეროვნული ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის სამი მატჩი დასრულდა. სამივე მასპინძლებმა მოიგეს. ლიდერმა "მერანმა" 3:1 სძლია "ცხინვალს", რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს მალხაზ ლაცაბიძის სახით. მარტვილელებს კი მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ.

"გურიამ" კამერუნელი ტელას გოლით აჯობა "მეშახტეს" და ქულებით გაუთანაბრდა. ამ ორი გუნდის დარად, 10-10 ქულა აქვს "ცხინვალსაც".

"რუსთავმა" შინ 2:1 აჯობა "სამგურალს". დუბლი შეასრულა ბესიკ ჩიმაკაძემ. მნიშვნელოვანი მოგება მიითვალეს რუსთაველებმა, ცხრილში მეზობლად მყოფ გუნდს სძლიეს.

რუსთავი - სამგურალი (წყალტუბო) 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ჩიმაკაძე (12), 1:1 ლაღაძე (79), 2:1 ჩიმაკაძე (80)

მერანი (მარტვილი) - ცხინვალი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ტრეტიაკი (37), 2:0 ჩალაძე (39), 3:0 რუხაძე (52), 3:1 მაქაცარია (59)

გურია (ლანჩხუთი) - მეშახტე (ტყიბული) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ტელა (61)

10 მაისს 17:00 საათზე დაიწყება ორი მატჩი: სიონი (ბოლნისი) - გაგრა, ვიტ ჯორჯია (თბილისი) - ზუგდიდი.

0.122289