ფეხბურთი

17:07 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძე ტურის სიმბოლურში

სასიხარულოა ელგუჯა ლობჯანიძის პროგრესი. ბევრს ეგონა, რომ რუსულ პრემიერლიგაში, კერძოდ, "ორენბურგში" გაუჭირდებოდა და თამაში არ მოუწევდა, მაგრამ სხვაგვარად კი მოხდა. 24 წლის ტანმაღალმა ფორვარდმა სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელი მიჰალ დიურიში "ჩააჩოჩა" და ძირითად შემადგენლობას ეჩვევა.

რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში "ორენბურგმა" "კრასნოდარს" 1:0 სძლია და ერთადერთი გოლი სწორედ ლობჯანიძემ გაიტანა (VIDEO). ამ მოგებამ "ორენბურგი", შესაძლოა, პრემიერლიგაში დატოვოს.

პოპულარულმა "სპორტ-ექსპრესმა" ელგუჯა პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის გუნდში ამ ზამთარს გადავიდა, მანამდე კი "ვიტ ჯორჯიაში", ქობულეთის "შუქურასა" და ბათუმის "დინამოში" თამაშობდა. ტანმაღალია და საკმაოდ ტექნიკურიც.

0.149492