ჭადრაკი

16:47 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა წარმატებული გამოსვლა თურქეთში

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც თურქეთის ქალაქი ჩორუში მასპინძლობდა, ქართველთათვის წარმატებული გამოდგა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. ტურნირის 61 მონაწილეს შორის საქართველოს 9 წარმომადგენელი იყო. ყველაზე კარგი შედეგი დავით ბენიძემ და ბაჩანა მორჩიაშვილმა აჩვენეს, რომლებმაც 7.0-7.0 ქულა დააგროვეს და პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს. უკეთესი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ბენიძე გავიდა.

6.5-6.5 ქულით, მაჩვენებლების მიხედვით, შესაბამისად მე-3-მე-5 ადგილები გიგა ყუფარაძემ, დავით მაღალაშვილმა და მასპინძელთა წარმომადგენელმა შანინ ხაჯიევმა გაიყვეს.

სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან კონსტანტინე შანავა მეექვსე, დავით ლომსაძე მერვე, ხოლო ინგა ჭარხალაშვილი მეცხრე იყო, რომლებმაც 6.0-6.0 ქულა დააგროვეს. 5.0 ქულის მქონე სოფიკო ტერელაძე ოცდამეერთე იყო. რაც შეეხება ვეტერან გიორგი ბაღათუროვს მან ბოლო, სამოცდამეერთე ადგილი დაიკავა.

0.117028