საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალის მონაწილე ,,რუსთავის’’ უკანახაზელი ქეისი კასპერბაუერი(01. 06. 93, 182 სმ) გამოჯანმრთელდა და დღეს, ,,დინამოსთან’’ მეორე შეხვედრაში ითამაშებს. რაც შეეხება რუსთაველთა კიდევ ერთ ლეგიონერ ტომი სპანოლოს(15. 06. 91, 204 სმ) მას ტრავმა ისევ აწუხებს და ვერც ამჯერად დაეხმარება თანაგუნდელებს.
ამის შესახებ WORLDSPORT.GE-ს ,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელის რამაზ გოგობერიშვილის თანაშემწე მიხეილ ბერუაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კასპერბაუერი გაციებული იყო და ნახევარფინალის პირველი შეხვედრაში ამიტომ ვერ ითამაშა. რაც შეეხება სპანოლოს, მან ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და ვარჯიში ჯერაც არ დაუწყია.
"დინამო’’-,,რუსთავის’’ სერიაში ანგარიშია 1:0 ,,დინამოს’’ სასარგებლოდ.