ფეხბურთი

18:12 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: “ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალამდე”

“იუვენტუსის” მცველმა ჟორჯო კიელინიმ “მონაკოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოკუსირება მიზნის განხორციელებაზე უნდა მოახდინონ.

“ახლა ოქროს ჰეთ-თრიქზე არ ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი “მონაკოსთან” დაპირისპირებაა. შემდეგ უკვე სკუდეტო და კოპა იტალია. ვიცით, რომ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალამდე და მიზნის მისაღწევად ფოკუსირება მხოლოდ ამ მატჩზე უნდა მოვახდინოთ. განსხვავება 2015 წლის “იუვესა” და დღევანდელს შორის დიდია – ჩვენ ამ წლების განმავლობაში უფრო გავძლიერდით და მეტი რწმენა გვაქვს. “ბარსელონას” დამარცხებამ დიდი ფსიქოლოგიური პროგრესი მოგვცა”, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” “მონაკო” სტუმრად 2:0 დაამარცხა და დღეს, 22:45 საათზე, “იუვენტუს სთედიუმზე” დაუხვდება მეტოქეს.

0.119365