კალათბურთი

13:23 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვონი ვერც დღეს ითამაშებს

კალათბურთში ,,დინამოსა’’ და საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, უკანახაზელი დეონტა ვონი(06. 08. 86, 188 სმ. ) მუხლის ტრავმი გამო “რუსთავთან“ პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრასაც გამოტოვებს.

ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დინამოს’’ ფიზმომზადების მწვრთნელმა ავთო ბერიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრავმის გამო ვონმა ვერც ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ,,დინამომ’’ მოიგო და სერიაში 1:0 ლიდერობს. ამ გუნდების მერე დაპირისპირება დღეს გაიმართება.

0.121754