ფეხბურთი

15:49 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "მონაკოელები პრობლემებს შეგვიქმნიან"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნანატრ ფინალამდე ჯერ კიდევ დროა და „მონაკოელთაგან“ დიდ პრობლემებს ელის.

„მონაკოს“ დასაკარგი არაფერი აქვს და შეუძლია მშვიდად ითამაშოს. შეგვიქმნას პრობლემები, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. უნდა ვითამაშოთ აგრესიულად თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. იმაზე უკეთ უნდა ჩავატაროთ დღევანდელი თამაში, ვიდრე ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ - მონაკოში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. პირველი შეხვედრის შედეგი კი, ბევრს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ წინ კიდევ 90 წუთია კარდიფსა და ჩვენს შორის. შესაბამისად, ფინალის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელია“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბებერი ქალბატონი“ მონაკოს დღეს, 9 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

0.11701