ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ჩესკ ფაბრეგასი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ესპანელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ექვს სხვადასხვა სეზონში შეძლო 10 და მეტი საგოლე გადაცემის გაკეთება.
ფაბრეგასმა მიმდინარე სეზონში მეათე საგოლე პასი გუშინ, „მიდლსბროსთან“ (3:0) მოგებულ მატჩში მიითვალა.
რაც შეეხება დანარჩენ ხუთ სეზონს: ოთხჯერ ორნიშნა ციფრს „არსენალში“ თამაშისას გადაცდა - 2006-2007 წლების სეზონში 11 პასი, 2007-2008 – 13, 2009-2010 – 11 და 2010-2011 – 11, ხოლო „ჩელსიში“ 2014-2015 წლების სეზონში თანაგუნდელებს 18-ჯერ გაატანინა.