6 – 7 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა. „ბასკი“ მეორეადგილოსან „უქიმერიონთან“ 0:11 დამარცხდა, ხოლო „35-ე თბილისი“ „ვაზის უბანთან“ 3:10. ცენტრალურ შეხვედრაში კი „ნახალოვკა“ „დიდუბეს“ 1:1 დაუზავდა.
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „ვაზისუბნის“ შემტევი თორნიკე ქართლელიშვილი გახდა, რომელმაც „35 -ე თბილისთან“ 6 გოლით გამოიჩინა თავი.
პირველ ლიგაში დაძაბულ შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა:
„თ.ს. სასამართლომ“ „ინტექსთან“ 9:0 , ხოლო “დადიანმა“ „არისტოკრატებთან“ 4:1. პირველი ქულები დაკარგეს „ქომაგებმა“, რომლებმაც „ტც მილანთან“ ბოლო წამზე გაშვებული გოლით 1:1დაასრულეს შეხვედრა.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა „პლატინუმი“ – „ბასიანის“ შეხვედრა, რომელშიც „პლატინუმმა“ 7:4 იმარჯვა.
ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ნახევარმცველი ემანუელ იაგერი გახდა, რომელიც ბასიანთან შეხვედრაში 5გოლით გამოირჩა.
თბილისის ლიგის მხარდამჭერია - ქალაქ თბილისის მერია.
ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:
ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტპორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური