ფეხბურთი

19:50 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

As: კეიტა ბალდე ლა ლიგაში ითამაშებს

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი კეიტა ბალდე დამდეგი სეზონიდან დიდი ალბათობით ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს. As-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელსა და „სევილიას“ შორის უკვე შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა და გადაწყვეტილია, რომ იგი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გადაბარგდება.

აღნიშნული ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ხოლო მხარეებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

აქამდე იყო საუბარი იტალიური პრესის მხრიდან, რომ კეიტა „იუვენტუსში“ გააგრძელებდა კარიერას. კეიტა ბალდე სენეგალის მოქალაქეა, თუმცა ესპანეთშია დაბადებული. მიმდინარე სეზონში „ლაციოს“ რიგებში 30 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

0.115452