ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს (80 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებას ერთი გამარჯვება აშორებს. საქართველოს ნაკრების ლიდერი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში ბელარუს რადიკ კულიევს დაუპირისპირდება.
დილის პროგრამაში დათუნაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბულაგრელი დანიელ ალექსანდროვი (3:2), ჩეხი პეტრ ნოვაკი (8:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ადლან აკიევი (2:1).
დღესვე, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 71, 75 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კონკურენციაში გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ადრიანად დაკარგეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.