სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

18:01 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში საქართველო G ჯგუფში სერბეთის და გერმანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფში მეოთხე გუნდის ვინაობა ამა წლის აგვისტოში გაირკვევა. მეოთხე გუნდი ევრობასკეტ 2017-ს მიღმა დარჩენილი რომელიმე ნაკრები იქნება.

პირველ ეტაპზე 4-4 გუნდიანი რვა ჯგუფი იქნება. შეხვედრები ორ წრედ გაიმართება, სულ ნაკრებს ექვსი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი განსხვავებული სისტემით წარიმართება. შესარჩევი ეტაპის პირველი ნაწილი 2017 წლის ნოემბერში, 2018 წლის თებერვალსა და ივლისში ჩატარდება.

თუ საქართველო ოთხგუნდიან ჯგუფში საუკეთესო სამეულში გავა, მეორე ეტაპზე ვიხილავთ, სადაც ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და საიდანაც საუკეთესო სამი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. მეორე ეტაპის თამაშები 2018 წლის სექტემბერში, ნოემბერში და 2019 წლის თებერვალში გაიმართება.

ფიბამ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 24-დან 32-მდე გაზარდა. ამ ტურნირში ევროპიდან 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ამერიკის კონტინენტიდან და აზია-ოკეანეთიდან 7-7 ქვეყანა იქნება, ხოლო აფრიკიდან - 5.

ჩინეთი, როგორც ტურნირის მასპინძელი, საკვალიფიკაციო ტურნირის გარეშე, პირდაპირ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.123371