ფეხბურთი

19:01 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ბარბადოსს მოუგო

სენტ კიტსი და ნევისის ნაკრებმა შინ, ამხანაგურ მატჩში 2:1 მოუგო ბარბადოსს. როგორც იცით, სენტ კიტსი და ნევისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეა. მათთან ამხანაგური შეხვედრა თბილისში 7 ივნისს გაიმართება.

სენტ კიტსი და ნევისი (ისევე როგორც ბარბადოსი) კონკაკაფის ზონაშია. ჩვენი მომევალი მეტოქე ფიფას რეიტინგში 98-ე პოზიციაზეა.

ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი და კაპიტანია ატიბა ჰარისი. ის ამერიკულ "დალასში" თამაშობს. ჰყავთ ლეგიონერები ინგლისის ქვედა ლიგაშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116241