ფეხბურთი

15:58 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" - "მონაკოს" ჰოლანდიელები განსჯიან

„იუვენტუსისა“ და „მონაკოს“ საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება, ხოლო გვერდითი მსაჯები სანდერ ვან როკელი და ერვინ ზიენსტრა იქნებიან. რაც შეეხება კარის არბიტრებს - დენი მაკელიე და პოლ ვან ბუკელი. სათადარიგო მსაჯი კი, მარიო დიკსი იქნება.

ბიორნ კუიპერსმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა იმსაჯა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

„იუვენტუსი“ „მონაკოს“ 9 მაისს უმასპინძელბს. პირველი თამაში იტალიურ გუნდს სტუმრად 2:0 აქვს მოგებული.

0.11821