სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

11:24 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფეხის ტრავმის გამო როლან გაროსამდე ყველა ტურნირს გამოტოვებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ღია ტურნირს საკვალიფიკაციო წრეში გამოეთიშა. ქართველმა 705-ე ჩოგანთან, 17 წლის ესპანელ ნიკოლა კუნისთან 5:7, 0:6 წააგო.

ბასილაშვილის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზს ფეხის ტრავმა აქვს და როლან გაროსამდე ყველა სხვა დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საფრანგეთის ღია პირველობა 28 მაისს იწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130251