სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის’’ უკრაინელი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი ალექსანდრ ტიშენკო (25. 03. 89,206 სმ) ტრავმირებულია და ამის გამო მინიმუმ ორ შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ ,,worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
,,ტიშენკომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი გადაიბრუნა და ამიტომ ვერ ვარჯიშობს’’-გვითხრა კვარაცხელიამ
შეგახსენებთ, რომ ,,სოხუმი’’ პლეი-აუტის მონაწილე გუნდებს ლიდერობს და მომდევნო ადგილებზე მყოფ ,,ბათუმსა’’ და ,,მგზავრებს’’ ორი ქულით უსწრებს.