ტრავმის შემდგომი ოპერაციის გამო, ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი, გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ worldsport,ge-ს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ განუცხადა.
მარკოიშვილმა დაახლოებით ერთი წლის წინ, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, დოქტორ ლაგას კლინიკაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონი გაუცდა.