ფეხბურთი

23:15 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის გოლი ბოლო წუთზე, მერებაშვილის საგოლე პასი

ფინეთის იუკონენ ლიგაში (რანგით მეორე) ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. ეს პირველი ტურის მატჩში: სირბილაძის კპვ მასპინძლობდა ტპს-ს და 2:1 მოუგო. სირბილაძემ 90-ე წუთზე მიითვალა გადამწყვეტი გოლი.

როგორც იცით, სირბილაძე ფინეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირიც იყო. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი, მათ შორის, 2012 წელს თბილისში ესპანეთთან.

პოლონეთის ჩემპიონატში გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" სტუმრად 3:2 აჯობა "ლეჩნას", რომლის შემადგენლობაშიც ნიკა ძალამიძეს არ უთამაშია. მერებაშვილს რაც შეეხება, ტაიმნახევარი დაჰყო მინდორზე და საგოლე პასი გააკეთა. ამ გამარჯვებით, მერებაშვილის გუნდმა თითქმის გაინაღდა მომდევნო სეზონშიც უმაღლესში თამაში.

0.116937