ფეხბურთი

0:15 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელამ დონარუმას კაპიტნობაზე უარი თქვა

იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა არ ემხრობა იდეას, რომ მომავალი სეზონიდან მის გუნდს ჯანლუიჯი დონარუმამ უკაპიტნოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, "როსონერის" ახალი სეზონიდან ახალი კაპიტანი ეყოლება, მაგრამ თუ ვინ, ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთ კანდიდატად 18 წლის დონარუმა სახელდებოდა, მაგრამ მონტელას აზრით, მისთვის ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრება ძალზე ნაადრევია.

შეგახსენებთ, ამჟამად "მილანის" კაპიტანია მარჯვენა მცველი ინაციო აბატე.

0.063982