იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდ ფეხბურთს დაემშვიდობება. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ "რომას" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ გააკეთა. თუმცა, თავად ტოტის აქამდე ამ თემაზე არაფერი უთქვამს.
ახლა კი, იტალიურ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა: "20 დღეში ყველაფერი გეცოდინებათ", - თქვა ფრანჩესკომ.
როგორც ხედავთ, 40 წლის თავდამსხმელმა არც უარყო და არც დაადასტურა ზემოხსენებული ინფორმაცია. ამასობაში კი, იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ ტოტისთვის "რომას" შტაბში მოწინავე პოზიციაა გამზადებული და ზაფხულიდან იგი ახალ ამპლუაში მოგვევლინება.
ფრანჩესკო ტოტი "რომას" ღირსებას 1993 წლიდან იცავს და მის კარიერაში სხვა გუნდი არასდროს ყოფილა.