ფეხბურთი

15:23 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დათო დარციმელია თბილისის "თბილისში" ვარჯიშობს

ხუთი წლის წინ დათო დარციმელიამ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რომელმაც უზომოდ გაახარა ქართველი გულშემატკივრები. გავიხსენოთ? ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, ჯგუფის ბოლო მატჩი ისლანდიასთან ჰქონდა და 0:0 იყო. ბოლო წუთებზე სწორედ ფორვარდმა დარციმელიამ შეაგდო გადამწყვეტი გოლი და ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.

დარციმელია თბილისის "ლოკომოტივის" გაზრდილია, შემდეგ გადავიდა უკრაინულ "სევასტოპოლში" და კლუბი დაიშალა ცნობილი მოვლენების გამო. ექვსი თვის შემდეგ უნგრულ "ნირედჰაზაში" აღმოჩნდა, იქ 8 მატჩი ჩაატარა და საქართველოს დაუბრუნდა:შარშან "ლოკომოტივში" იყო, თუმცა ცოტა ხნით.

დათო ამჟამად საქართველოს ღია ლიგის ლიდერ "თბილისში" ვარჯიშობს და შესაძლოა, ამ გუნდში ითამაშოს კიდეც. "თბილისი" ახალი კლუბია და ღია ლიგაში ერთი ფრე აქვს, დანარჩენი ხუთი მატჩი კი არასაფეხბურთო ანგარიშებით მოიგო და ექვსი ტურის შემდეგ ბურთების ასეთი შეფარდება აქვს: 35:7.

ეს კლუბი ადრინდელ თბილისის "თბილისთან" კავშირში არაა. რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა.

0.114943