ტრადიციისამებრ, უეფას ოფიციალურ საიტზე, ევროპა ლიგის მატჩების შემდეგ, სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა. მოულოდნელი არაფერია: საუკეთესო თერთმეტეულში ადგილების უმეტესობა წილად ამსტერდამის „აიაქსის“ მოთამაშეებს ხვდათ - 6.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში მარცხის მიუხედავად, ორი წარმომადგენელი მაინც ჰყვას ვიგოს „სელტას“.
სხვა მხრივ კი, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: სერხიო ალვარესი („სელტა“);
მცველები: კენი ტეტე („აიაქსი“), მატეის დე ლიგტი („აიაქსი“), ერიკ ბაი („მანჩესტერ იუნაიტედი“);
ნახევარმცველები: ჰაკიმ ზიიეხი („აიაქსი“), პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიტედი“), პიონე სისტო („სელტა“), ამინ იუნესი („აიაქსი“);
თავდამსხმელები: ბერტრან ტრაორე („აიაქსი“), კასპერ დოლბერგი („აიაქსი“), მარკუს რეშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“).