ფიფა ფეხბურთის წესებში, კერძოდ, თერთმეტმეტრიანების სერიების შესრულებაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. მომავალში შეიძლება დაინერგოს ტაი-ბრეიკის სისტემა, ისეთივე, როგორიც ჩოგბურთშია: კონკრეტულად, ერთი გუნდი დაიწყებს სერიას, შემდეგ მეორე ზედიზედ ორ დარტყმას შეასრულებს, მერე პირველი ასევე ორჯერ დაარტყამს და ასე შემდეგ.
ფიფას მტკიცებით, პენალტების სერიებში პირველი დამრტყმელი გუნდი ყოველთვის გარკვეულ ფსოქოლოგიურ უპირატესობას ფლობს. ამ მოსაზრებას ფიფა ციფრებითაც ამყარებს: პირველი პენალტის დამრტყმელმა გუნდმა გამარჯვება უფრო მეტჯერ მოიპოვა - 60,6% 39,4%-ის წინააღმდეგ.
არ არის გამორიცხული, ფიფამ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დანერგოს ეს სისტემა, ხოლო უეფამ - ჩემპიონთა ლიგაში.