კალათბურთი

12:25 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება “იუტასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “იუტა” 115:104 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად, სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ ერთი ორქულიანი ისროლა და ისიც ზუსტად მოათავსა კალათში.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც “მეომრებმა” 35:18 მოიგეს. “იუტამ” მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა.

მატჩში ყველაზე მეტი, 33 ქულა “იუტას” ლიდერმა გორდონ ჰეივორდმა დააგროვა. ოკლენდელმა კევინ დურანტმა გუნდს 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი შესძინა, სტეფ კარის ანგარიშზე 23 ქულაა. სერიას “გოლდენ სტეიტი” იგებს 2:0. მომდევნო მატჩი სოლტ-ლეიკ-სიტიში 7 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

0.112631