როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი მთლიანად “რეალისა” და “იუვენტუსის” ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. ყველაზე მეტი ხმა კრიშტიანუ რონალდუს ერგო – 14, თუმცა მას არც დანი ალვეში ჩამორჩა დიდად – 12 ხმა.
არსანიშნავია, რომ თანაბარი 6-6 ხმა დააგროვეს მარსელომ და რაფაელ ვარანმა, ამიტომაც კვირის გუნდი 12 კაციანი გამოვიდა:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
მცველები: დანი ალვეში (“იუვენტუსი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), რაფაელ ვარანი/მარსელო (ორივე “რეალი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)
ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”), მირალემ პიანიჩი (“იუვენტუსი”)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”), ქარიმ ბენზემა (“რეალი”)