გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მეათე ტურის ორი მატჩი. ცენტრალურ შეხვედრაში, მეორეადგილოსანმა "გაგრამ" ლიდერ მარტვილის "მერანს" 1:0 მოუგო და ამ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულა გახდა. ერთადერთი გოლი ზვიად ქანთარიამ გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. სხვათა შორის, ქანთარია შარშან სწორედ "მერანში" თამაშობდა.
ტყიბულის "მეშახტემ" 2:1 აჯობა "ცხინვალს" და ქულებით გაუთანაბრდა - ამ ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს. მასპინძელთაგან გამოცდილმა მამუკა ღონღაძემ და თამაზ კიკაბიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი - ლაშა ქოჩლაძემ. "მეშახტე" და "ცხინვალი", შესაბამისად, მეშვიდე-მერვე ადგილებზე არიან.
გაგრა - მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ქანთარია (90+2)
მეშახტე (ტყიბული) - ცხინვალი 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ღონღაძე (27), 1:1 ქოჩლაძე (33), 2:1 კიკაბიძე (43)
5 მაისს 17:00 საათზე დაიწყება ტურის კიდევ სამი მატჩი:
გურია (ლანჩხუთი) - რუსთავი
სამგურალი (წყალტუბო) - ვიტ ჯორჯია (თბილისი)
ზუგდიდი - სიონი (ბოლნისი)