აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე მყოფმა კლუბმა აზალ-მა არსებობა შეწყვიტა. ამ გუნდში ქართველი შემტევი ნუგზარ კვირტია თამაშობდა, რომელსაც სეზონში 3 გოლი ჰქონდა გატანილი. შარშან ასევე აზალ-ში იყვნენ სანდრო გურული და დავით ჯანელიძეც.
მიზეზი ფინანსურია და კიდევ, კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აზალ-ი თავისი არსებული ფინანსურ-ტექნიკური რესურსებით, ასევე ინფრასტრუქტურით დაეხმარება სხვა კლუბს - "ზირიას", რომელიც მეოთხე ადგილზე და შესაბამისად, ევროტურნირებზე გავიდა. საქმე ისაა, რომ აზალ-ი, ისევე როგორც "ზირია", ბაქოს გარეუბანშია ბაზირებული.
აზალ-ს ადრე "ოლიმპიკი" ერქვა. ამ ჩემპიონატში აზალ-მა 28 ტურში მხოლოდ 10 ქულა აიღო.