ფეხბურთი

14:20 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი: "ეს მარცხი უფრო გვაძლიერებს"

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდო ჟარდიმმა "იუვენტუსთან" 0:2 მარცხის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ბებერი ქალბატონი" მოწოდების სიმაღლეზეა, ისევე როგორც ბუფონი.

"კარგი მატჩი იყო, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს. ეტყობოდათ, რომ ცეცხლი აკლდათ. მოწინააღმდეგის რიგებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი ბუფონს. მან საოცარი შეტევები მოიგერია. "იუვენტუსმა" პირველ მატჩშივე შეგვიმცირა ფინალში გასვლის შანსი, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ 5% შანსი გვაქვს მხოლოდ, ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს, უფრო რომ გავძლიერდეთ. მბაპე? ის ჯერ ახალგაზრდაა, თან ყველაფერი გააკეთა, კარგად იბრძოდა. მას მთელი კარიერა წინ აქვს", - განაცხადა ჟარდიმმა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ტურინელებმა "მონაკო" გონსალო იგუაინის დუბლით 2:0 დაამარცხეს. განმეორებითი შეხვედრა კი 9 მაისს, თბილისის დროით 22;45 საათზე გაიმართება.

0.118142