კალათბურთი

23:24 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსმა ოპერაცია გაიკეთა

ევრობასკეტ 2017-ის მონაწილე, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა (საბერძნეთი) ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა.

worldsport.ge-სთან საუბარში საქართველოს ნაკრების მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ზუროსი ამჟამად ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის და ნაკრებს იმ დროს შეუერთდება, როდესაც გუნდის ევრო-2017-თვის მზადების დაწყებაა დანიშნული.

როგორც ცნობილია, ზუროსი პარალელურად ჩერნოგორიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის პოდგორიცას "ბუდუჩნოსტის’" მთავარი მწვრთნელია და იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში მას არ შეეძლო საკუთარი მოვალეობის შესრულება, კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ გუნდის გაძღოლა ზუროსის ასისტენტს, იგორ ძალეტიჩს დაევალა.

0.121509