საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმებას ხელი სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს.
მემორანდუმუს გაფორმებას ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, სასახლის კალათბურთის წრის მხარდაჭერასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ითვალიწინებს.