ფეხბურთი

13:22 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ვიბრძოლებთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში “რეალთან” 0:3 მარცხის მიუხედავად ამბობს, რომ ამ თამაშით ყველაფერი არ დასრულებულა და ბრძოლა ჯერ კიდევ შეიძლება.

“ნამდვილი კოშმარი იყო, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. რთულია აღმოფხვრა 0:3, მაგრამ ეს ფეხბურთია, მშვენიერი სპორტი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მცირეოდენი, თუმცა შანსი მაინც გვაქვს. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ”, - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ “მადრიდის რეალმა” “ატლეტიკო” 3:0 დაამარცხა და კარდიფში დანიშნულ ფინალს მნიშვნელოვნად მიუახლოვდა.

0.112985