კალათბურთი

12:23 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონმა” “ვაშინგტონს” აჯობა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

საოცარი მატჩი გამოვიდა ბოსტონში, სადაც “სელტიკსი” ვაშინგტონ ვიზარდს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო 114:114 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კი აიზეა ტომასის დიდებული თამაშის წყალობით “ბოსტონმა” 129:119 მოიგო. აიზეა ტომასმა გუნდს 53 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. გამთამაშებელმა 21-დან 13 ორქულიანი, 12-დან 5 სამქულიანი და 13-დან 12 საჯარიმო სროლა ჩააგდო. დედაქალაქელთა ლიდერმა ჯონ უოლმა 40 ქულა, 13 პასი, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 ბლოკ-შოტი გააკეთა.

სერიას “ბოსტონი” 2:0-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ვაშინგტონში 5 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

“ბოსტონი” – “ვაშინგტონი” 129:119 (29:42, 35:25, 20:22, 30:25, 15:5) VIDEO

“გოლდენ სტეიტი” – “იუტა” 106:94 (27:21, 31:25, 26:27, 22:21) VIDEO

0.121469