კალათბურთი

22:34 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონი” პირსის მაისურს ხმარებიდან ამოიღებს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 19-წლიანი ასპარეზობის შემდეგ პოლ პირსმა კარიერა დაასრულა. “ბოსტონ სელტიკსის” მფლობელმა ვიკ გრუბერმა განაცხადა, რომ პოლ პირსის 34-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ, რათა პირსს პატივი სცენ და მისი მაისური უკვდავყონ.

პოლი “ბოსტონმა” 1998 წელს დრაფტზე აირჩია. პირსი “კელტების” ღირსებას იცავდა 2013 წლამდე, სადაც 2008 წელს ნბა-ს ჩემპიონი გახდა და ამავე წელს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

0.116242