ფეხბურთი

12:49 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: “მინდა ბუფონს გავუტანო”

“მონაკოს” ახალგაზრდა შემტევმა კილიან მბაპემ “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის წინ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვთამაშობთ 4-4-2 ტაქტიკით. ფალკაო ცენტრიდან უტევს, მე ფლანგებზე გადავდივარ. მინდა მოედანზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება მქონდეს და ძალიან მიხარია, რომ მწვრთნელისგან მოედანზე სრული თავისუფლება მაქვს. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, ყველანი განსხვავებულები არიან. ჩვენ თასის მოგება გვინდა და ინდივიდუალურად არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა ვიყოთ, როგორც ერთი მთლიანი გუნდი. “იუვენტუსი” დიდი კლუბია, მას თავისი დიდი ისტორია აქვს. იტალიელებმა “ბარსელონა” გამოაგდეს ეს ყველაფერზე მეტყველებს. ბუფონი ის მეკარეა, რომელმაც ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, მიხარია, რომ მის წინააღმდეგ თამაში მომიწევს და იმედია, გოლსაც გავუტან” – განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ “მონაკო” “იუვენტუსს” 3 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.115203