ჭადრაკი

13:28 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოსწავლეები მედალს ვერ შესწვდნენ

რუმინეთის ქალაქ იასიში დასრულდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში U7, U9, U11, U13, U15 და U17 წლების ასაკობრივ ჯგუფებში გოგონებსა და ბიჭებს შორის. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს რვა წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. სამწუხაროდ, ქართველი მოსწავლეები მედლის გარეშე დარჩნენ.

გთავაზობთ ქართველი მოსწავლეების მიერ დაკავებულ ადგილებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

U7- ბექა წვერავა ( 6.0 ქულა , მე-10 ადგილი)

U9- მარიამ გვათუა (6.5 ქულა, მე-6 ადგილი), დავით ნემსაძე (6.5 ქულა, მე-7 ადგილი), ნიკოლოზ შამათავა (5.0 ქულა, 28-ე ადგილი)

U11-მარიამ დოლაკიძე (6.0 ქულა, მე-7 ადგილი), ნიკოლოზ დარსაძე( 4.5 ქულა, 34-ე ადგილი)

U13-ელენე წოწონავა (6.0 ქულა, მე-5 ადგილი), დავით ცქიფურიშვილი (5.0 ქულა, 21-ე ადგილი).

0.12195